თეთრყურძნიანი სელექციური საღვინე-სასუფრე ვაზის ჯიშია.
გამოყვანილია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე, ავტორები: პროფ. ვ. ქანთარია და დოც. ნ. ჩახნაშვილი. მშობელ წყვილებად გამოყენებულია რქაწითელი და ალექსანდრიული მუსკატი.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოტოლი ქვედა მხარიდან აბლაბუდისებრად სუსტადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიმკვრივის, ზოგჯერ მხრიანი. მარცვალი მომრგვალო ან მცირედ ოვალურია, ღია მომწვანო-მოყვითალო ელფერით, მზის მხარეზე მოყავისფრო ლაქებით. საკმაოდ სქელ კანიანია და წვნიანია, სასიამოვნო მუსკატური გემოთი.
მუსკატური რქაწითელი საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. მტევნის წონა 255-270 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22-24%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,3 გ/ლ-ს.
მუსკატური რქაწითელი ორმაგი დანიშნულების ჯიშია. წარმატებით გამოიყენება როგორც სასუფრე ყურძნად, ასევე მაღალხარისხიანი სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. მუსკატური რქაწითელის ღვინო ღია ჩალისფერია, მოყვითალო ელფერით, ნაზი, მკვეთრად გამოხატუ-ლი მუსკატური გემოთი. ჯიში ფართოდაა გავრცელებული თბილისის საგარე-უბნო ზონაში და პერსპექტიულია აღმოსავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებისათვის.
მსხვილმარცვალა
შავი ყურძენი
არაბეული თეთრი