18.04.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

კაპისტონი თეთრი

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: იმერეთი.

სინონიმები: კაპისდონა, ზეკროულა კაპისტონი.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, სამ ზოგჯერ ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდ სქლად არის დაფარული მონაცრისფრო აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ხშირად უვითარდება მხარი, საშუალოდ სიკუმსისაა, თუმცა კუმსი და ძლიერ კუმსი მტევნებიც გვხდება. მარცვალი მცირე ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან მცირედ ოვალური ფორმის, მომწვანო-ყვითელი, მზის მხარეს მოქარვისფრო-ყვითელი. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს, ცვილისებრი ნაფიფქით სუსატად დაფარული. რბილობი საკმაოდ წვნიანი და ხორციანია, ძალიან სასიამოვნო მოტკბო-მომჟავო გემოთი და სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.

კაპისტონი თეთრის სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 166-169 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 100-250 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 6,0-7,0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 21-23%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,2-9 გ/ლ-ს.

მიიღება მაღალხარისხიანი სუფრის თეთრი ღვინო. ევროპული და იმერული წესით დაყენებული მისი ღვინო ხასიათდება ლამაზი შეფერვით, კარგი სხეულით, სიხალისით, მაღალი გემური თვისებებით. ასევე მაღალი ღირსებით გამოირჩევა მისგან დამზადებული ცქრიალა ღვინოც, რომელსაც ახასიათებს: მდიდარი ბუკეტი, ნაზი გემო, კარგი სხეული და სასიამოვნო მჟავიანობა.

  სრულ სიმწიფეში ღია მწვანე-ყვითელია, მზის მხარეს – მოქარვისფრო ელფერით. თხელკანიანია, კანი ადვილად ეცლება რბილობს. საკმაოდ ხორციან-წვნიანია, მეტად სასიამოვნო ტკბილ-მომჟავო გემოთი. ვაზი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია (6-7ტ/ჰ). სოკოვან დაავადებებს კარგად უძლებს, მაგრამ უხვი ნალექებისა და დიდი სითბოს პირობებში, ჭრაქით მნიშვნელოვნად ზიანდება. სრულ სიმწიფეს სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის პირველ დეკადაში აღწევს, აგროვებს 23%-მდე შაქარს,10-8გ/დმ3 მჟავიანობით და საგვიანო პერიოდის საღვინე ჯიშებს მიეკუთვნება. იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის და ცქრიალა ღვინოებს. ვაზის ამ ჯიშისგან იმერულად და ევროპულად დაყენებული ღვინო მიმზიდველი შეფერვით, კარგი სხეულით, სიხალისით, მაღალი ალკოჰოლითა და მაღალი გემური მაჩვენებლებით ხასიათდება. ცქრიალა ღვინოებს კი აქვთ მდიდარი ბუკეტი, ნაზი გემო, საკმაო სხეული და მეტად სასიამოვნო, ხალისიანი მჟავიანობა.