19.03.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ჩვენი ვენახები

1. ამპელოგრაფიული კოლექცია ;

მონასტრის ამპეოლოგრაფიული კოლექცია

ვაზის ეს მცირე კუნძული ­მუზეუმი ალავერდის მონასტერში 2011 წლიდან გაჩნდა. ვაზისა და სარგავი მასალების წარმოების ეროვნულმა ცენტრმა (ხელმძღვანელი ბატონი ლევან უჯმაჯურიძე), მონასტერს კახეთისა და ქართლის საღვინე, ასევე სუფრის ყურძნის უძველესი ჯიშების ნერგები გადასცა. მონასტრის ეზოში პატარა ნაკვეთზე 104 ძირი, აქედან 80 ­მდე კახური ჯიშის ვაზია გაშენებული, რომლებიც ძველი ქართული მეთოდით სარზეა აყვანილი და ხარალით (ხის მერქნით) დამაგრებული. აქ ნახავთ ბევრ, დღესაც გავრცე­ლებულ და იშვიათ კახურ ჯიშს, მათ შორისაა: საფერავი, რქაწითელი, ხი­ხვი, კახური მწვანე, ქისი, მღივანი, კახური თეთრი, მხარგრძელი, ბუე­რა, ღრუბელა, ჩიტისთვალა, გრძელ­ მტევანა, ვარდისფერი რქაწითელი, კახის თეთრი, თამარის ვაზი და სხვა.

2. ბერების ზვარი

ზვრების საერთო ფართი 6 ჰექტრამდეა

აქედან:

ა) ვარდისფერი რქაწითელი – 27 რიგი;

ბ) ხიხვი – 30 რიგი;

გ) კახური მცვივანი – 10 რიგი;

დ) კახური მწვანე – 84 რიგი (2,1 ჰა);

ე) საქიშმიშე – 92 რიგი (2,5 ჰა)

3. ფაფრის ველები (გურჯაანი);

ა) საფერავი – 3 ჰა;

ბ) კახური მწვანე – 0,2 ჰა

გ) ხიხვი –