26.04.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ღვინის თეთრი

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

ვაზის სახელწოდება მისი ყურძნის დანიშნულებას გამოხატავს.

ფოთოლი საშუალო ან საშუალოზა დიდი ზომისაა, მომრგვალო ან გულის მაგვარი ფორმის, სამნაკვთიანი, სუსტად ან საშუალოდ დანაკვთული, ზოგჯერ მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ოდნავაა შებუსული ჯაგრისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მეჩხერი ან საშუალოდ სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო და მოქარვისფრო, თხელკანიანი, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი წვნიანი, კნატუნა, სასიამოვნო გემოთი.

ღვინის თეთრა საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი 136-142 დღეს შორის მერყეობს. სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 140-160 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6,0-8,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-24%-ს, ხოლო მჟავიანობა – 5,5 – 8 გ/ლ-ს.

გამოიყენება ხარისხიანი სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად და სასუფრე ყურძნად.