25.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

წყობილა

წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანია.ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, საშუალო სიკუმსის, იშვიათად კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი ან მომრგვალო, მუქი-ლურჯი,  კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი – მოვარდისფერო.

წყობილა  საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სომწიფემდე 164 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 120-140 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6,0-7,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 1-20%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8-10 გ/ლ-ს.

წყობილა გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ინტენსურადაა შეფერილი, ნაკლებად სასიამოვნო გემოთი. კარგი საკუპაჟე მასალაა სუსტად შეფერილი ღვინოების შეფერვის გასაუმჯობესებლად.