25.04.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ჩიტისთვალა ბოდბური

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

კახურ ვაზთა ჯიშების წარმომადგენელია. ერთეული ძირები გვხდება ძირითადად ბოდბეში მწვანისა და რქაწითელის ნარგავებში.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ვიწროკონუსური ან ცილინდრული ფორმის, იშვიათად, ცილინდრულ-კონუსური, კუმსი, ზოგჯერ თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ღია-ყვითელი. მარცვლები არათანაბრადაა განვითარებული. კანი თხელია, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი წვნიანია, გემოთი სასიამოვნო და ოდნავ მწკლარტე.

ჩიტისთვალა ბოდბური საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 140-150 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 200-400 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5,0-6,0 ტონა ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-21,2 %-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,8-8,5 გ/ლ-ს.

გამოიყენება ევროპული და კახური ტიპის სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.