23.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

შავთხილა

წითელყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

სახელწოდება მიღებული აქვს მარცვლის ფორმასა და შეფერილობის გამო, რომელიც ძალიან ჰგავს შავ თხილს.

გავრცელებულია კახეთში, ძირითადად ყვარლის მუნიცეპალიტეტში, სადაც შერეული სახით გვხდება ძველ ვენახებში.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. იშვიათად განივოვალური ფორმის ფოთლებიც გვხდება, ხუთნაკვთიანია. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა თხელი აბლაბუდისებრია, მის ქვეშ მოფენილია საშუალო სისქის ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ოვალური. გვხდება მომრგვალო ფორმის მარცვლებიც. მუქი იისფერია, თითქმის შავი. კანი სქელი და საკმაოდ მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილი მკვრივი და კნატუნაა, გემო სასიამოვნო და ჰარმონიული, წვენი უფერულია ან ოდნავ მოვარდისფრო.

შავთხილას სავეგეტაციო პერიოდი 132-დან 167 დღემდეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 140-150 გრამამდეა, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5,2-6,5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7-8 გ/ლ-ს. მიიღება სუფრის წითელი, მშარლი ღვინო. იგი ალუბლისფერია, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით, სასიამოვნო გემოთი და მცირე სხეულით. ასევე გამოიყენება სასუფრე ყურძნად.