19.03.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

მაღლარი

წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: იმერეთი.

სინ. ადანასური.

ისევე, როგორც არაერთი ქართული ჯიში, ადანასურიც სავარაუდოდ მისი გამავრცელებლის სახელს ატარებს. ხოლო სახელწოდება – მაღლარი ყურძნის ფორმირების ტიპს გამოხატავს.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, ხუთნაკვთიანი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმის საშუალო სიმკუსის, მხრიანი. მარცვალი საშუალო ზომისა აქვს, მომრგვალო, მუქი ლურჯი, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული, კანი საშუალო სისქის და უხეშია. რბილობი წვნიანია, წვენი – შეუფერავი.

მაღლარს ახასიათებს საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავიანობა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს – ოქტომბრის დასაწყისში შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 166 დღეა. მტევნის წონა 120-125 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა – 11,3 – 12,3 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდშიმისი შაქრიანობა – 21,6-23,1%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8-10 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი ღვინო, რომელიც ხასიათდება დაბალექსტრატულობითა და სასიამოვნო გემოთი.