29.03.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ღვინის წითელი

კახური ვარდისფერყურძნიანი ჯიშია. ფოთოლი საშუალო ზომისაა, ოვალური ან კვერცხისებრი ფორმის, სამი, იშვიათად ხუთნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვ-თული, ქვედა მხარეს საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო სიდიდისაა, განივ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსურიც, კუმსი ან საშუალოდ კუმსი.
მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ვარდისფერი, დაფარული
ცვილოვანი ფიფქით. კანი თხელია, მაგრამ საკმაოდ მტკიცე. რბილობი წვნიანია, უბრალო გემოთი, წვენი შეუფერავი. ვაზი ძლიერი ზრდისაა და რქა კარგად მწიფდება. ნაყოფი სრულად ოქტომბრის ბოლოს მწიფდება და 18%-მდე შაქარს აგროვებს, 9,0 გ/დმ3 მჟავიანობით. მიეკუთვნება სიმწიფის საგვიანო პერიოდის საღვინე ჯიშებს. ჯიში მოსავლიანია. სოკოვანი დაავადებებისადმი საშუალო გამძლეობისაა. მისგან საშუალო ხარისხის სუფრისა და საბრენდე ღვინოები მიიღება.