28.03.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

მსხვილმარცვალა

წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

სინონიმები: მსხვილმარცვალა საფერავი. საფერავის ერთ-ერთი ვარიაციაა.

გამოვლენილია 1932 წელს სელექციონერ ვასილ ლოლაძის მიერ.

ჩვეულებრივი საფერავისგან მტევნის აგებულებით და მარცვლის სიმსხოთი განსხვავდება.

ყვავილი ორსქესიანი აქვს. სამეურნეო ნიშან-თვისებებით ჩვეულებრივ საფერავს ჩამორჩება. ერთ ძირზე მისი მოსავლიანობა მხოლოდ 1 კილოგრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 23%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,2 გ/ლ-ს.

საფერავი მსხვირმარცვალასგან კარგი ხარისხის წითელი ღვინო მიიღება.