29.03.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

მსხვილთავა თეთრი

კახური წარმოშობის თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. ფოთოლი საშუალო ზო-მისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი, საშუალოდ ან ღრმად დანაკვთული, ქვედა მხარეს ჯაგრისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზო-მისაა და მსხვილი, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორ-მის, კუმსი, ზოგჯერ თხელი. მარცვალი მსხვილი და ოვალურია, ღია ყავის-ფერი, დაფარული ცვილოვანი ფიფქით. კანი თხელია, საშუალო სიმკვრივის, ძნელად სცილდება რბილობს. რბილობი ხორციან-წვნიანია, ხრაშუნა, სასი-ამოვნო გემოთი. ვაზი ძლიერი ზდისაა, რქა კარგად მწიფდება, მოსავლიანია
(6-8 ტ/ჰა). ჭრაქით საშუალოდ ზიანდება, მეტად მგრძნობიარეა ნაცრის მიმართ.
სრულ სიმწიფეში ყურძენი სექტემბრის მეორე დეკადაში შედის, აგროვებს 16-17%-მდე შაქარს, 7,0-5,0 გ/დმ3 მჟავიანობით და სიმწიფის საშუალო პერიოდის სასუფრე ჯიშებს მიეკუთვნება. მსხვილთავა თეთრი ადგილობრივი მოხმარე-ბის სასუფრე ყურძენს იძლევა და ვარგისია ახლო მანძილზე გადასატანად.