22.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

კახის თეთრა

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა
მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებრი და საკმაოდ ჯაგრისებრით შებუსვით. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ან მცირე ზომისაა, განივკონუსური ფორმის, გვხდება ძლიერ დატოტვილი უფორმო მტევნებიც. საშუალო სიკუმსისაა. მარცვალი საშუალოზე მსხვილია, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი მკვრივი და კნატუნაა, გემო – ოდნავ მომჟავო-მოტკბო.

ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისა და მცირე მოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 143-145 დღეა. მტევნის წონა 155-200 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22-23%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,3-6,6 გ/ლ-ს. მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.