წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია.
წარმოშობა: კახეთი.
სინონიმები: მსხვილმარცვალა საფერავი. საფერავის ერთ-ერთი ვარიაციაა.
გამოვლენილია 1932 წელს სელექციონერ ვასილ ლოლაძის მიერ.
ჩვეულებრივი საფერავისგან მტევნის აგებულებით და მარცვლის სიმსხოთი განსხვავდება.
ყვავილი ორსქესიანი აქვს. სამეურნეო ნიშან-თვისებებით ჩვეულებრივ საფერავს ჩამორჩება. ერთ ძირზე მისი მოსავლიანობა მხოლოდ 1 კილოგრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 23%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,2 გ/ლ-ს.
საფერავი მსხვირმარცვალასგან კარგი ხარისხის წითელი ღვინო მიიღება.
Very nice write-up. I definitely appreciate this site. Thanks!