05.12.2020

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

კრახუნა (იმერეთი)

კრახუნა – იმერული წარმოშობის თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი
ძირითადად ზესტაფონისა და ბაღდათის რაიონებშია გავრცელებული, ხოლო
მცირე ნარგავების სახით, ხარაგაულის, ტყიბულისა და წყალტუბოს რაიონებ-შიც გვხვდება. სადღეისოდ კრახუნას ნარგაობას რესპუბლიკაში 36 ჰა ფართობი უჭირავს. სამეურნეო დანიშნულებით, მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშია და
საქართველოს სტანდარტულ ვაზის ჯიშებს მიეკუთვნება. ფოთოლი საშუალო
ზომისაა და მომრგვალო, ხუთნაკვთიანი, ქვედა მხარეს შებუსულია სქელი
აბლაბუდისებრი ბუსუსით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო სიდი-დისაა, განივ-კონუსური, ხშირად მხრიანი, საშუალოდ კუმსი ან კუმსი. მარცვა-ლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა და ოვალურია, იშვიათად მომრგვალოც, მომწვანო-მოყვითალო ფერის, მზის მხრიდან მოქარვისფრო იერით. კანი სქელია, რომელიც ძნელად სცილდება რბილობს. რბილობი საკმაოდ ხორციან-წვნიანია, მეტად სასიამოვნო, ტკბილი გემოთი. ვაზი საშუალო ზრდისაა და რქაც კარგად მწიფდება. ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში შედის და დიდი რაოდენობით – 21-23%-მდე შაქარს აგროვებს, 8,5-7,5გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით. მიეკუთვნება საშუალო-საგვიანო პერიოდის საღვინე ჯიშებს. კრახუნა საკმაოდ მგრძნობიარეა ფილოქსერას და სოკოვანი დაავადებების (განსაკუთრებით – ჭრაქის) მიმართ. მტევნის საშუალო წონა 150 გრამამდეა, იშვიათად 300 გრამს აღემატება. საშუალო მოსავალი ზესტაფონის მევენახეობის ზონაში 6-7ტ/ჰა-მდე მერყეობს. მისგან მზადდება მაღალი ხარისხის სუფრის სამარკო ღვინო. გვიანი რთველის პირობებში განსაკუთრებულად მაღალი ღირსების, მაგარი და სადე-სერტო ღვინოები მიიღება, სპეციფიკური ჯიშური არომატითა და სახალისო მჟავიანობით. იმერეთში კრახუნას ყურძენი სასუფრედაც გამოიყენება. ჯიში საკმაოდ პერსპექტიულია და იმსახურებს იმერეთის ცენტრალურ რაიონებში
ფართოდ გავრცელებას.