29.03.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

არაბეული თეთრი

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: რაჭა-ლეჩხუმი.

სინონიმები: ალაბეური თეთრი, თეთრი არაბეული.

ზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოვალური, მცირედ დანაკვთული, სამ-ხუთნაკვთიანი, ზოგჯერ მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ფერის. თხელკანიანი, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი წვნიანი აქვს, გემო სასიამოვნო და ჰარმონიული.

 ვაზი საშუალო ზრდისაა, ჯიშის სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 150 დღეა, სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 150-170 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა – 9,0-13,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-24%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,0-8,0 გ/ლ-ს. მიიღება სუფრის თეთრი ღვინო.