23.11.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ხარისთვალა

თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

აღმოსავლეთ საქართველოში ხეივნების ფორმით მცირედაა გავრცელებული. ქართლში ხარისთვალა თეთრს „თეთრ ღარიბას“ ეძახიან.

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, უფრო განივოვალური ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ჯაგრისებრად ძალიან თხლადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის. ზოგჯერ მხრიანია, ხანდახან – დატოტვილი, კუმსია, იშვიათად საშუალო სიკუმსის (ჯიშისთვის დამახასიათებელია წვრილმარცვლიანობა). მარცვალი მსხვილი ზომისაა, ოვალური ფორმის, ზოგჯერ მომრგვალო, ყვითელი. კანი თხელია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი მკვრივი და კნატუნაა. გემო სასიამოვნო და ჰარმონიიული აქვს, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.

ხარისთვალა თეთრის სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სომწიფემდე 154 დღეა. ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის დასაწყისში ან სექტემბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის წონა 250-300 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5,0-6,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-19%-ს, ხოლო ჟავიანობა – 4,5-7 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად.