23.11.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

მცვივანი წითელი

წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: იმერეთი.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მთლიანი, ზოგჯერ სუსტად დანაკვთული, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა ქეჩისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური, მუქი-წითელი. კანი სქელი აქვს, რბილობი – წვნიანი.

წითელი მცვივანი საშუალო ზრდისა და მაღალმოსავლიანია. მისი სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 162 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში  შედის. მტევნის წონა 100-125 გრამს შორის მერყეობს.საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 10,0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა 6,0-7,5%-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.