24.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

საფერავისებური

წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

ზრდა სრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული ან მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა ჯაგრისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, კონუსური, გვხდება ცილინდრული ფორმის მტევანიც. ფრთიანია, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური ფორმის, მუქი ლურჯი ფერის. კანი სქელი და უხეში აქვს, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, წვენი – ღია ვარდისფერი.

საფერავისებური საშუალო ზედა – განვითარებისა და საშუალო მოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 156 დღეა. მტევნის წონა 198-250 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19,2-20,5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,0-6,13 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.