22.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ოცხანური საფერე

წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: იმერეთი.

სახელწოდების მიხადვით, წარმოობით გურიის სოფელ ოცხანადან უნდა იყოს, ხოლო საფერე მისი დანიშნულების – შემფერავი ნივთიერების მოჭარბებული რაოდეობის გამო დაურქმევიათ.

ამჟამად ფართოდაა გავრცელებული იმერეთში.  

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალო სიდიდისაა, მომრგვალო ან მცირედ ოვალური ფორმისაა, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა დაფარული აბლაბუდისებრ – ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის. ახასიათებს მოკლე მხრები. კუმსია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალოზე წვრილია ან წვრილი, მომრგვალო ან მრგვალი. მუქი იისფერია,შავ ფერში  გარდამავალი. კანი სქელი და მკვრივი აქვს.რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი და მომჟავო გემოთი, წვენი მოვარდისფროა.

ოცხანური საფერე საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 195-200 დღეა. მტევნის საშუალო წონა 60-80 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6,0-7,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-23%-ს, ხოლო მჟავიანობა – 9-10 გ/ლ-ს.

ოცხანური საფერე გამოიყენება ინტენსიურად შეფერილი, მეტად მაღალხარისხიანი სუფრის მშრალი წითელი ღვინის დასამზადებლად. მისი ღვინო გამოირჩევა ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, ხავერდოვნებით, მდიდარი სხეულით, ჰარმონიულობითა და კარგად გამოხატული ჯიშური არომატით. იგი კარგად ინახება, უმჯობესდება დავარგებისას და დიდხანს ძლებს.