22.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

კუმსი თეთრი

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

სახელწოდება მიღებული აქვს ჯიშისთვის დამახასიათებელი კუმსი მტევნების მიხედვით. კუმსი თეთრი უძველესი დროიდან კახეთის რეგიონში იყო გავრცელებული.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალური, ხუთ, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეზე მთავარი ძარღვები შებუსულია თხელ აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, იშვიათად – ფრთიანი. კუმსი, ზოგჯერ საშუალოდ ან ძლიერ კუმსიც. მარცვალი საშუალო, მონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, იშვიათად დატოტვილი. კუმსია ან ძალიან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად ოვალური, ღია-მოყვითალო ფერის, კანი თხელი და გამჭვირვალე აქვს, დაფარულია ცვილისებრი ფიფქით. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, წვენი უფერულია და ტკბილი.

კუმსი საშუალო ზრდის ვაზია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 156 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 85-დან 220 გრამამდე მერყეობს. საჰექტარო მოსავლიანობა კი 6,0-დან 7,0 ტონამდეა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-20%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6-10% გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის ღვინო, რომელიც ღია ჩალის ფერია, ხასიათდება მცირე ალკოჰოლითა და სხეულით, აქვს სასიამოვნო გემო და სუსტად გამოხატული ჯიშური არომატი.