წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.
წარმოშობა: კახეთი.
სინონიმი: შავი ყურძენი.
ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ გულისმაგვარი ფორმის, მცირედ ან საშუალოდ დანაკვეთული, სამ-ხუთნაკვთიანი, იშვიათად მთლიანი. ფოთოლი ქვედა მხრიდან დაფარულია ხშირი აბლაბუდისებრ-ქეჩისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტვევანი პატარა და საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, მხრიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალებული ფორმის, მუქი ლურჯია, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. კანი თხელი აქვს, უხეში, რბილობი წვნიანია, ოდნავ ხრაშუნა, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.
მტევნის წონა 150-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8,0-10,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18,4-21,3%-ს, ხოლო მჟავიანობა – 5,7-7,7 გ/ლ-ს.
გამოყენება სუფრის მშრალი წითელი ღვინის დასამზადებლად. ღვინო საშუალო ღირსებისაა. მიზანშეწონილია მისი გამოყენება საკუპაჟედ.
მსხვილმარცვალა
შავი ყურძენი
არაბეული თეთრი