22.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ახმეტური შავი

წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

სინონიმი: ახმეტურა, ახმეტის წითელი.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან დიდი ზომისაა, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია თხელ აბლაბუდისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, დატოტვილი, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური. საშუალო სიმკვრივის, ზოგჯერ თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის. მუქი წითელი, თითქმის შავი ფერის. კანი მკვრივი აქვს. რბილობი – წვნიანი, წვენი – უფერული.

ახმეტური შავი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 165 დღეა. მტევნის წონა 165-200 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა -7-8 გ/ლ-ს.

მიიღება ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინო, გამოიყენება საკუპაჟე მასალად.