03.12.2020

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

საფერავი ბუდეშურისებური (კახეთი)

სინონიმები: საფერავი ბუდეშური, გრძელმარცვალა საფერავი. საფერავის ჯიშის ვარიაციაა. მისგან განასხვავებს შემდეგი ნიშნები: სიმწიფეში ადრე შესვლა, მტევნისა და მარცვლის ფორმა და ნაკლებად ინტენსიური შეფერვა. ნახევარი საუკუნის წინ, ძირითადად გავრცელებული იყო საგარეჯო-გურჯაანის რაიონებში. ფოთოლი საშუალო ზომისაა, მცირედ-ოვალური, სუსტად დანაკვთული, სამნაკვთიანი. ქვედა მხარეს ხშირი ჯაგრისებრ-აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ოვალური ან ოდნავ მოგრძო, ლურჯი ფერის. წვენი ღია-ვარდისფერია, რბილობი წვნიანი და ბლანტი. ვაზის ზრდის ძალა საშუალო ან საშუალოზე ძლიერია, რქა სრულყოფილად მწიფდება. ჯიში კარგად უძლებს ზამთრის ყინვებს. სოკოვანი დაავადებებისადმი გამძლეობა დამაკმაყოფილებელია. საშუალომოსავლიანია (5-7 ტ/ჰა). ნაყოფი სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე შედის. ამ დროისთვის აგროვებს 19-21 %-მდე შაქარს, 9,0-8,0 გ/დმ3 მჟავიანობით და სიმწიფის საშუალო-საგვიანო პერიოდის სტანდარტულ საღვინე ჯიშებს მიეკუთვნება. ღვინოს აქვს ინტენსიური შეფერ-ვა და საფერავთან შედარებით, ნაკლებსხეულიანია.