03.12.2020

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

მირზაანული თეთრი (კახეთი)

სინონიმები.: მირზაანის თეთრი, მირზაანულა. ძველი, ქიზიყური წარმოშობის
ვაზის ჯიშია. მისი სახელი სოფ. მირზაანიდან მოდის (დედოფლისწყაროს რ-ში), საიდანაც ის გავრცელდა. ამჟამად ცალკეული ძირების სახით გავრცელე-ბულია მხოლოდ დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონში. ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოვალურიც, ხუთნაკვთიანი, იშვიათად სამნა-კვეთიანი, საშუალოდ ან სუსტად დანაკვთული, ქვედა მხარეს ხშირი აბლაბუ-დისებრი, სუსტ ქეჩისებრში გარდამავალი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მსხვილი, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა, იშვია-თად თხელი ან ძლიერ კუმსი. მარცვალი საშუალო და მსხვილია, მომრგვალო ან მცირედოვალური, მომწვანო-მოყვითალო ფერის. გადამწიფებისას, ვარდის-ფერი ლაქებითაა გარუჯული, კანი თხელია და საკმაოდ მაგარი, ხშირი ცვილო-ვანი ფიფქით დაფარული. რბილობი საშუალოდწვნიანია, უბრალო გემოთი, არომატის გარეშე. ვაზი ძლიერი ზრდისაა და რქა კარგად მწიფდება. საკმაოდ მაღალმოსავლიანია (15-20 ტ/ჰა), დიდი მტევნის წონა 500-800 გრამამდე მერყე-ობს. სოკოვანი დაავადებებითა და მავნებლებით საშუალოდ ზიანდება. მირზაანულა სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე დეკადის ბოლოს შედის. 13-18%-მდე შაქარსა და 10,7-4,8 გ/დმ3 მჟავიანობას აგროვებს და სიმწიფის საშუალო პერიოდის სასუფრე-საღვინე ჯიშებს მიეკუთვნება. მისგან დგება სუფრის, მსუბუქი დაბალექსტრაქტული, საშუალო ხარისხის ღვინო, ამიტომ
სხვა ჯიშებთან შერევით ამუშავებენ. შეიძლება სიღნაღ-დედოფლისწყაროს
ღვინოებთან საკუპაჟედ გამოყენება. ჯიში გამოსადეგია ყურძნის წვენებისა და
საბრენდე ღვინოების საწარმოებლად და სუფრის ყურძნად.