წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.
წარმოშობა: გურია.
ალადსატური კოლხეთის კერის წარმომადგენელია და გურიის ჯიშთა ჯგუფს განეკუთვნება.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმისაა, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრ-ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმის. მტევანს ზოგჯერ უვითარდება ერთი ან ორი მხარი, რომლის სიგრძე ხშირად მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. მტევანი საშუალო სიკუმსისაა, ზოგჯერ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომის ან საშუალოზე მსხვილია, ოვალური ან მოგრძო. მუქი იისფერი, შავ ფერში გარდამავალი. საკმაოდ სქელკანიანია, სქელი ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანი აქვს, გემო სასიამოვნო.
ვაზი ძლიერი ზრდისა და მაღალმოსავლიანია. დასავლეთ საქართველოში ყურძენი ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 190 დღეა. მტევნის წონა 200-400 გრამია. მაღლარად ფორმირებული ერთი ძირის ვაზის მოსავლიანობა 40 კგ-მდეა. დაბალშტამბიანი ფორმირებისას 2 კგ/ძირზე. სრული სიმწიფის პერიოდში წვენის შაქრიანობა აღწევს 19,5-21,5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,5-9,4 გ/ლ-ს.
ალადასტური ხარისხიანი საღვინე ჯიშია. მისგან დაყენებული მშრალი ღვინო ხასიათდება ლამაზი შეფერვით, კარგი სხეულით და ჯიშური არომატით. ყურძნის გადამწიფებისას ასევე ამზადებენ მაღალხარისხიან ნახევრად ტკბილ ღვინოს. ალადასტურის დაკრეფილი ყურძენი აკიდოების სახით გაზაფხულამდე იინახება და სასუფრე ყუძნადაც გამოიყენება.
მსხვილმარცვალა
შავი ყურძენი
არაბეული თეთრი