23.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

მსხვილთვალა

თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

ზრდა სრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საშუალო ჯაგრისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი, ზოგჯერ მეჩხერი. მარცვალი დიდია, ოვალური, ღია-ყვითელი. კანი თხელი აქვს, საშუალო სიმკვრივის, ცვილისებრი ნაფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, კნატუნა. გემო სასიამოვნო.

მსხვილთვალა თეთრი ძლიერი ზრდით ხასიათდება. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 155-162 დღეა. მტევნის სასუალო წონა 180-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 66,0-8,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-17%-ს, ხოლო მჟავიანობა – 5-7 გ/ლ-ს.

მსხვილთვალა თეთრი გამოირჩევა ლამაზი მტევნით, მსხვილი ოვალური მარცვლით და სასიამოვნო გემოთი. გამოიყენება სასუფრე ყურძნად