22.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

რქაწითელი ვარდისფერი

ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

რქაწითელი ვარდისფერი არის რქაწითელის ბიოტიპი, კვირტული ვარიაციაა. გამოავლინა სელექციონერ ვ. ლოლაძის მიერ 1948 წელს. გავრცელებულია: გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხისა ახმეტის მუნიცეპალიტეტებში.

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდია, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამი ან ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად თხლადაა შებუსელი. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ან დიდი ზომისაა, ოვალური, იშვიათად, მომრგვალო, ვარდისფერი. კანი საშუალო სისქის აქვს. რბილობი ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო ჰარმონიული გემოთი.

რქაწითელი ვარდისფერი საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 155-165 დღეა. ერთი მტევნის წონა 240-350 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7,0-12,0 ტონა. ვაზს შაქრის დაგროვების დიდი უნარი გააჩნია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-24%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6-7 გ/ლ-ს.

ვარდისფერი რქაწითელი მაღალ ხარისხიანი სუფრის, მშრალი თეთრი და ვარდისფერი სადესერტო ღვინის ჯიშია.