24.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

კახური თეთრი

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, გულისებრი ან თირკმლისებური ფორმის, ხუთ-შვიდ ნაკვთიანი, ძლიერ დანაკვთული ან მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარეს აქვს აბლაბუდისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, თხელი. მარცვა-ლი წვრილია, მომრგვალო ან შებრტყელებული ფორმის თეთრი, მოყვითალო ელფერით.

კახური თეთრი სიმწიფის საშუალო პერიოდის საღვინე ვაზის ჯიშია. გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.