22.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ვარდისფერი

ვარდისფერყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

აღმოჩენილია მევენახეობის ინსტიტუტის ექსპერიმენტულ ბაზაზე სოფელ ვაზისუბანში, სახელი კი მტევნის შეფერილობის მიხედვიტ შეარჩიეს.

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ განივოვალური ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ზოგჯერ მსხვილი, ოვალური, იშვიათად მომრგვალო, ღია ვარდისფერი, ბოლოწამახვილებული. სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი მკვრივი და კნატუნა აქვს, გემო სასიამოვნო, ჰარმონიული, წვენი – უფერული.

ვარდისფერი ძლიერი ზრდისაა. სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 160 დღეა. მტევნის წონა 200-400 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7,5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18%-ს, მჟავიანობა – 6,7 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად. კარგად ინახება და იტანს ტრანსპორტირებას.