წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.
წარმოშობა: ქართლი.
სინონიმი: განახარული.
ზრდასრული ფოთოლი
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ წგრძელებული ფორმის,ძირითადად ხუთნაკვთიანია. ფოთლის ორივე მხარე შიშველია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, კონუსური ან ცილინ-დრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი. კუმსია, გვხდება ძლიერ კუმსი და საშუალო სიკუმსის მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან სუსტად ოვალური, მუქი წითელი, თითქმის შავი. თხელი, მაგრამ მკვრივი კანი, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდაა დაფარული. რბილობი წვნიანია, ოდნავ კნატუნა, გემო – სასიამოვნო.
დანახარული ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანი ვაზია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 173-185 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 140-400 გრამია, საჰეტარო მოსავლიანობა – 12,0 -14,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა – 5-7 გ/ლ-ს.
მიიღება თხელი, სუფრის წითელი ღვინო. ასევე გამოიყენება საკუპაჟედ და საბრენდე სპირტის დასამზადებლად.
მსხვილმარცვალა
შავი ყურძენი
არაბეული თეთრი