23.11.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

წითელი ბუდეშური

ვარდისფერყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიშია.

წარმოსობა: კახეთი.

სინონიმები: წითელი ბუდეშური, შავი ბუდეშური, თამარეული.

განხვავდება თეთრი ბუდეშურისგან. ეს ჯიში ოდითგანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც როგორც სასუფრე დანიშულების ყურძენი.

 
ზრდა სრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი, ზოგჯერ დაუნაკვთავი. ფოთლის ქვედა მხარე უმნიშვნელოდაა აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა,  კონუსური ფორმის და დატოტვილი. ხშირად მტევნები მხრიანებია, მხრების სიგრძე ძირითადი მტევნის მესამედს, ზოგჯერ კი ნახევარს აღწევს, საშუალო სიკუმსისაა.  მტევანში წვრილი მარცვლების რაოდენობა უმნიშნველოა. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე დიდია, ოვალური, ზოგჯერ მოგრძო. მუქი ვარდისფერი, გადამწიფებისას თითქმის შავი. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი მკვრივია, ამასთანავე მდნარი, წვენი უფერული აქვს. გემო სასიამოვნო, ჰარმონიული, გამოხატული ჯიშური არომატით.

ბუდეშური საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 127-159 დღეა. მტევნის წონა 120-250 გრამია. მისი მოსავლიანობა2,8-3,6 კგ/ძირზე, რაც ერთ ჰექტარზე დაახლოებით 6,3-12 ტონას შეადგენს. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-18,8%-ს, ხოლო მჟავიანობა – 4-6,8 გ/ლ-ს.

გამოირჩევა ნაზი და ხარისხიანი სასუფრე დანიშნულების ყურძნით.