მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ იტალიაში ღვინის საერთაშორისო კონკურსზე „MONDIAL DES VINS EXTRÊMES CERVIM“, რომლიც 2020 წლის 27-29 აგვისტოს გაიმართა, ალავერდის მონასტრის მარნის პრემიუმ ღვინომ „ბერების ღვინო 1011-დან“, 2015 წლის საფერავმა მოიპოვა – დიდი ოქროს მედალი (კატეგორიაში – 2017 წლამდე მოსავლის წითელი ღვინოებში.) კონკურსში მონაწილე კიდევ ორმა ქართულმა ღვინომ, კომპანია “ბადაგონის” – „ალავერდის ტრადიციები“ (კატეგორიაში – 2017- წლამდე მოსავლის წითელი ღვინოებში.) და „საფერავი ქაშერი“ (კატეგორიაში – 2017 – 2018 მოსავლის წითელი ღვინოებში) ოქროს მედალები მოიპოვეს.გილოცავთ, ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს ამ დიდ წარმატებას.
ალავერდის მონასტრის მარანი
ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი ალავერდში
წყალდიდობა ალავერდში
ალავერდობა