თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.
წარმოშობა: კახეთი.
სინონიმები: ჭროღა, ჭროღა ვაზი
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი მდედრობითია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, ფრთიანი და კონუსურ – ცილინდრული ფორმის, თხელი ან ძალიან თხელი. მარცვალი მომრგვალოა, საშუალო ზომის, შეზნექილი, მომწვანო-მოყვითალო ფერის, ცვილისებრი ნაფიფქით საშუალოდ დაფარული. კანი თხელი აქვს, ნაკლებადმკვრივი და ადვილად სკდება. რბილობი ხორციანი და წვნიანია.
ჭროღა კახური საშუალო ზრდისა და დაბალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიადან სრულ სიმწიფემდე 152 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 100-120 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 3,0-4,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა – 4,0-6,4 გ/ლ-ს.
ჯიშური ღვინო საშუალო ხარისხისაა. ძირითადად გამოიყენება საბრენდე სპირტისა და სხვა თეთრყურძნიანი ჯიშებთან სეპაჟით თეთრი ღვინოების მისაღებად.
მსხვილმარცვალა
შავი ყურძენი
არაბეული თეთრი