22.11.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

წნორის თეთრი

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

სინონიმები: უნორის თეთრი.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან დიდი ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი, ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, ფრთიანი ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, მომწვანო-მოყვითალო ფერის, მზისკენ მოქცეულ მხარეს სიდამწვრის ლაქები უჩნდება. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, კნატუნა. გემო – სასიამოვნო და ჰარმონიული.

წნორის თეთრი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 157 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მისი მტევნის საშუალო წონა 146 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7,0-8,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-22%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,0-9,5 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად და რქაწითელთნ ერთდ საკუპაჟე მასალად. მიიღება ჯიშური ღვინო საკმაოდ მაღალი საკმაოდ მაღალი ხარისხის. აგრეთვე, გამოიყენება სასუფრედ ყურძნად.