თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიშია.
წარმოშობა: კახეთი.
სინონიმი: ცხენისძუძუ (შეცდომით).
ძალიან ახლოს დგას აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებთან და მათთან ერთ მთლიან ჯგუფს შეადგენს. კახეთის გარდა თითქმის არსად მოიპოვება, გავრცელებულია ტალავერების სახით გურჯაანის, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ზოგჯერ ოვალური, ხუთი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია და დაფარულია ძალიან თხელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმის, ხშირად მხრიანია. არის დატოტვილი მტევნებიც.საშუალო სიკუმსის, იშვიათად მომრგვალო ფორმის, ღია ყვითელი ფერის, ზოგჯერ ყავისფერი ლაქებითაა დაფარული. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი მკვრივია, ოდნავ კრახუნა. გემო სასიამოვნო და ჰარმონიულია, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.
სირგულა საშუალო ზრდისაა, სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 130-დან 171 დღემდეა. მტევნის წონა 120-დან 150 გრამამდეა, საჰექტარო მოსავლიანება კი 5,0-6,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17,8-20,2%-ს, ხოლო მჟავიანობა – 4,5-6,5 გ/ლ-ს.
იძლევა ხარისხიან სასუფრე ყურძენს. მაგრამ მოკლებულია შენახვის უნარს და ვერ იტანს ტრანსპორტირებას.
მსხვილმარცვალა
შავი ყურძენი
არაბეული თეთრი