სელექციონერ ვ. ლოლაძის მიერ 1934 წელს საფერავის ჩვეულებრივი ფორმიდან გამოვლენილი, მაღალმოსავლიანი და ხარისხიანი კლონია. კლონი თავის დროზე ფართოდ გავრცელდა გურჯაანის, თელავისა და სიღნაღის რაიონებში. ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად კვერცხი-სებრი ფორმის, საშუალოდ დანაკვთული, სამნაკვთიანი, ქვედა მხარეს ქეჩისებრი ბუსუსით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა,
განივ-კონუსური ფორმის, განტოტვილი, თხელი და საშუალოდ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, მუქი-ლურჯი ფერის. ვაზი საშუალო ზრდისაა, რქის სიმწიფე – დამაკმაყოფილებელი. სოკოვანი დაავადებების მიმართ საშუალო გამძლეობისაა. შედარებით მაღალმოსავლიანია (9-12,5 ტ/ჰა). ნაყოფი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს, აგროვებს საკმაოდ დიდი რაოდენობით (20-27 %) შაქარს, შესაბამისი რაოდენობის 10,0-6,8 გ/დმ3 ტიტრული მჟავიანობით და სიმწიფის საშუალო პერიოდის სტანდარტულ საღვინე ჯიშებს მიეკუთვნება. საფერავი კლონ N 359-სგან მაღალხარისხიანი სუფრის მშრალი და სადესერტო ღვინოები მიიღებოდა.
ალავერდის მონასტრის მარანი
მსხვილმარცვალა
შავი ყურძენი
არაბეული თეთრი