21.11.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

მხარგრძელი

თეთრყურძნიანი საღვინო ვაზის ჯიშია.

წარმოშობა : კახეთი.

სინ.: მხარგრძელი თეთრი.

სახელწოდება მიღებული აქვს ჯიშისათვის დამახასიათებელი გრძელი მტევნების მიხედვით. ამ ნიშნით იგი საგრძნობლად გამოირჩევა კახეთის დანარჩენი ჯიშებისაგან, სხვა ნიშნებით კი იგი მათთან მეტად ახლოს დგას.
მხარგრძელი საკმაოდ ძველ ჯიშად ითვლება.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ მოოვალო ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საშუალო სისქის აბლაბუდისებრ – ჯაგრისებრია. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მხარგრძელის მტევანი გრძელი ან საშუალოზე გრძელია (16-დან 40 სანტიმეტრამდე, სიგანე 14 სმ.), კონუსური ფორმის, ხშირად დატოტვილი და მხრიანი. მეჩხერია, ზოგჯერ ძალიან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ მოოვალურო, მომწვანო-მოყვითალო ელფერის, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს, საშუალო სიმკვრივის, მდნარი, ჰარმონიული, სასიამოვნო გემოთი და სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.

მხარგრძელი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი 136-176 დღეა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 150 დღეა. მტევნის წონა 80-დან 223 გრამამდე მერყეობს, საჰექტარო მოსავლიანობა 7,0-8,0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-23,6%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6-9 გ/ლ-ს.

მხარგრძელის ნამყენი სრულ მოსავალს დარგვიდან მეოთხე-მეხუთე წლიდან იძლევა.
ჯიშის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა და ჭრაქის მიმართ საშუალოა, ხოლო ნაცრის მიმართ საშუალოზე მცირეა.
ჯიშის ფილოქსერას მიმართ გამძლეობა რქაწითელთან შედარებით სუსტია.

მხარგრძელის ყურძენი კარგად არ ინახება და არა აქვს კარგი ტრანსპორტირე-ბის უნარი. ყურძნის შენახვის უნარი ტრადიციული წესით შენახვისას (ჯაგნებად) გრილ მარანში ან შენობაში ნორმალურია.

ჯიშური სუფრის ღვინო საშუალო ხარისხისაა. მხარგრძელისაგან მიიღება გაცილებით უკეთესი ხარისხის ეცროპული ტიპის სუფრის თეთრი მშრალი ღვინო, რომელიც ღია ჩალისფერია, სუსტი ჯიშური არომატითა და ნაზი გემოთი.