21.11.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

მწკლარტა

წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახური.

ზრდასრული ფოთოლისაშუალო და  პატარა ზომისაა, სამნაკვთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია საშუალო სიხშირის აბლაბუდისებურ-ჯაგრისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო და პატარა ზომისაა, ვიწრო კონუსური ფორმის, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო,
მუქი ვარდისფერი, თითქმის შავი. დაფარულია სქელი ცვილისებრი ნაფიფქით. კანი სქელი და  უხეში აქვს. რბილობი წვნიანია, ოდნავ კნატუნა. წვენი შეფერილია ღია-ვარდისფრად.

მწკლარტა საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი 154-160 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 150-160 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 4,0-6,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8-9 გ/ლ-ს.

მწკლარტა გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინისა და საბრენდე სპირტის დასამ-ზადებლად.