22.11.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

გომის თეთრი

თეთრყურძნიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: იმერეთი.

იმერეთში მაღლარების სახითაა გავრცელებული.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალო ფორმისაა, დაუნაკვთავი,
სამ, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ჯაგრისებრად ადნავაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო მომწვანო – მოყვითალო შეფერვით. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, ოდნავ კნატუნა. სასიამოვნო გემოთი.

გომის თეთრი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანი ვაზის ჯიშია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 156-166 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის, მტევნის წონა 140-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა – 10,0-12,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-23%-ს, ხოლო მჟავიანობა – 4,5-9 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი ღვინო, ასევე, გამოიყენება საკუპაჟე მასალად. პერსპექტიულია როგორც სასუფრე ყურძნის ჯიში საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებისთვის.