თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.
სინონიმები: მწვანე, სურამულა, ქვიშხურა, ჯიშიანი, ლურჯი მწვანე, თეთრფოთოლა და სხვ.
წარმოშობა: ქართლი.
ჯიშის სახელწოდება ყურძნის სიმწიფის პერიოდს გამოხატავს. ზოგჯერ ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა აბლაბუდისებრ შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომის, კონუსური ან განიერ კონუსური ფორმის, ზოგჯერ მხრიანი, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან განიერ-ოვალური, თეთრი. რბილობი საშუალო წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.
ადრეული თხელკანი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 150-165 გრამია. საშუალომოსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19,0-21%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,5-6,8 გ/ლ-ს.
მიიღება თეთრი მშრალი ღვინო და აგრეთვე გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
მსხვილმარცვალა
შავი ყურძენი
არაბეული თეთრი