თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.
წარმოშობა: ჰერეთი.
ერთეული ძირები გვხდება ზაქათალის ვენახებში.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, გულისებრი ფორმის, სამნაკვთიანი, იშვიათად თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე საშუალოდ ჯაგრისებრადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითია. მტევანი
საშუალოზე მცირე ზომის, მომრგვალო, ღია ყვითელი, თხელკანიანი. რბილობი ლორწოვანი აქვს, გემო – მომწკლარტო, მაგრამ სასიამოვნო. ახასიათებს მარცვალცვენა და წვრილმარცვლიანობა.
ზაქათალის თეთრი სიმწიფის საგვიანო პერიოდის საღვინე ვაზის ჯიშია. სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მცირემოსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა – 5,5-6,5 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.
მსხვილმარცვალა
შავი ყურძენი
არაბეული თეთრი