წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.
წარმოშობა: ქართლი.
ამ ჯიშის ყურძენი იმდენად წვნიანია, რომ კალათაში ჩაწყობისთანავე წვენი გამოსდის. ამ თვისებებმა მისი სახელის შერჩევაზეც იმოქმედა და თეთრ თქვლაფასთან დიდი მსგავსების გამო მოსახლეობამ შავი თქვლაფა უწოდა.
გორის, სამაჩაბლოს, კასპის, ახალგორის და ბოლნისის მოსახლეობა შეცდომით შავ ჭყაპასაც ეძახის.
ზრდა სრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, გულისებრი ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად თხლად ან საშუალოდ არის შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, მხრიანი, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. გვხდება კუმსი და თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოდნავ ოვალური, შავად შეფერილი. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია, ადვილად სცილდება როგორც კანს, ისე წიპწას. გამოირჩევა შედარებით დაბალი სიმჟავითა და შაქრიანობით.
თქვლაფა ოქტომბრის პირველ ნახევარში მწიფდება. ვაზი ძლიერი ზრდისაა. მტევნის საშუალო წონა 140-170 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა – 13,0 – 15,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 15-16%-ს, ხოლო მჟავიანობა – 9-11 გ/ლ-ს.
ცალკე დაწურული თქვლაფას ღვინო სუსტია და ნაკლებად საინტერესო, მაგრამ მაღალშაქრიან ღვინოებთან კუპაჟში მისი გამოყენება წარმატებით შეიძლება.
მსხვილმარცვალა
შავი ყურძენი
არაბეული თეთრი