24.11.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

აგუნა (ნაცრისფერი მუსკატი)

თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიშია.

აგუნა – ღვინის ღვთაება.

გამოყვანილია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე. ავტორები პროფესორები – მაქსიმე და რევაზ რამიშვილები. მშობელ წყვილებად გამოყენებულია ჰამბურგის მუსკატისა და განჯური.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და განივოვალური ფორმისაა. ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარე ძარღვების გასწვრივ უმნიშვნელოდაა შებუსული. ფოთოლი სამ-ხუთნაკვთიანი, ყვავილი – ორსქესიანი. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი მსხვილი და ოვალური ფორმის აქვს. კანი საშუალო სისქის. რბილობი  მკვრივი და კარგად გამოხატული სასიამოვნო მუსკატური გემოთი.

სრულ სიმწიფეს ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. ვაზი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. მტევნის საშუალო წონა 120 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა – 13,2 ტონა.

ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19,2%-ს, ხოლო მჟავიანობა – 9 გ/ლ-ს.

ყურძნის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლით, აგუნა მაღალხარისხიანი სასუფრე ჯიშია. ასეთივე წარმატებით გამოდგება.