სად მიგვიყვანს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ევროპიზაცია?

"ტყუილმა ისე არსად არ იჩინა თავი, როგორც ჩვენებურ ღვინის კეთების საქმეში. აქ არამც თუ უცხოქვეყნელები გზა-კვალს გვირევენ, თვითონ ჩვენებიც კი, მათი სახელით და სიტყვით, ბრმად გატაცებულნი და ფეხის ხმის ამყოლნი იმაზე უარესად გვხვევენ მჩვარში .... ნურავინ იფიქრებს, ვითომც ჩვენ ამით იმის თქმა გვინდოდეს, რომ ჩვენს კეთებას და დაყენებას ღვინისას არა აკლია რა. ჩვენ ამას ვერ ვიტყვით, ბევრი რამ აკლია, ამას თქმა არ უნდა. მხოლოდ იგი ნაკლი ჩვენის ღვინისა, რომელსაც ჩვენებურს ღვინოს წუნად უთვლიან ჩვენნი შინაურნი და გარეულნი ოსტატები, სწორედ იგი ნაკლი ღირსებაა ჩვენის ღვინისა და თუ ჩვენი ღვინო ოდესმე გზას გაიხსნის საქვეყნო ბაზარისას, სწორედ ამ ღირსების წყალობით გაიხსნის, თუ ძალად მაცხონე შინაურ ოსტატების ზედმოსევას და ქადაგებას ღვთისა და თქვენის წყალობით გადავურჩით." წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

მკითხველი ალბათ ამთავითვე იკითხავს რა ფენომენია ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ე. წ. "ევროპიზაცია", რა მოიაზრება ამ ტერმინის ქვეშ და როგორია მისი განხორციელება-დანერგვის მექნაიზმი? ზოგადად, მევენახეობაში ეს ხორციელდება ენდემურის სანაცვლოდ უცხოური ვაზის ჯიშების შემოტანით, მეღვინეობაში კი ევროპული ტექნოლოგიების დანერგვითადა და ადგილობრივის, ტრადიციულის უარყოფით. როდის დაიწყო და როგორ ვითარდებოდა ეს ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროცესები?

1826 წელს საფრანგეთის კონსული შ. გამბა, რომელმაც შეისწავლა საქართველოს ადგილობრივი პირობები და სოფლის მეურნეობის თანამედროვე მდგომარეობა, წერდა: "როდესაც ამ მხარეში მიწათმოქმედება განვითარდება, როცა სხვადასხვა კასრით შეიცვლება ქვევრები და ტიკები, როდესაც აქ ცნობილი გახდება ბოთლების ხმარება და ღვინის დაყენების ევროპული წესები შემოვა საქართველოში, ამ პროვინციას შეუძლია დიდი რაოდენობის ღვინო გაგზავნოს ბაქოში, საიდანაც ის გადაიგზავნება ასტრახანს, ხოლო აქედან ვოლგითა და მისი შენაკადებით მოამარაგებს რუსეთის ნაწილსა და ციმბირს, სადაც ეს ღვინოები შეცვლიან მოლდავეთისა და საბერძნეთის ღვინოებს."

როგორც ვხედავთ შ. გამბას _ ევროპის წარმომადგენლის მისწრაფებები სავსებით ეთანაწყობა რუსეთის კოლონიზატორულ პოლიტიკას.ამგვარ მიდგომებში ცხადდება სრული უცოდინარობა და იგნორირება მეღვინეობის

ექსპერტ-სპეციალისტი გ. ი. ლენცი, რომელმაც ათეულ წელზე მეტი იცხოვრა კახეთში, იწუნებდა ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს ვაზის მოვლა პატრონობის და ღვინის დაყენების საქმეში, თუმცა რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ქვევრის ღირსებებს აღიარებდა ევროპული მუხის კასრებთან და ჩანებთან შედარებით და აღნიშნავდა, რომ კახეთში საფერავის, რქაწითელი, კახური მწვანისა და მცვივანის ვაზის ჯიშებისაგან მაღალხარისხოვანი ღვინოები დგებოდა. გ. ლენცმა გააშენა კახეთში ორი ვენახი: ერთში თავმოყრილი იყო ევროპული ვაზის ჯიშები, ხოლო მეორეში _ კახეთისა. გარდა ამისა, ის ცდილობდა, გაევრცელებინა კახეთში ვაზის მოვლა-პატრონობისა და ღვინის დაყენების ევროპული წესები. მიუხედავად მევენახეობა-მეღვინეობის ევროპეიზაციის მცდელობისა, XIX საუკუნეში ეს მზაკვრული ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, 1896 წლის მონაცემებით, კახური ტიპის ღვინოს უკვე მოპოვებული ჰქონდა პოპულარობა რუსეთის იმპერიაში, ეს ღვინო სისტემატურად იგზავნებოდა პეტერბურგში, ვარშავაში და იმპერიის სხვა ქალაქებში. ტანინიან ღვინოს შეუჩვეველმა მომხმარებელმა მალე აუღო ალღო კახური ტიპის ღვინოს და მის უპირველეს სასმელად იქცა.

XIX საუკუნის 80-90-იანი წლებიდან ევროპული ტიპის ღვინოების წარმოების ჩამოყალიბებასა და გავრცელებაში დიდი წვლილი შეიტანა საუფლისწულო მამულებმა, მაგრამ ცნობილი რუსი ენოლოგი, პროფესორი მ. გერასიმოვი არამართებულად მიიჩნევდა ამ მიმართულების დამკვიდრებას ქართულ მეღვინეობაში და XX საუკუნის შუახანებში წერდა: "კახური ტიპის ღვინოებს სრული უფლება აქვთ არსებობისა საქართველოს სხვა ხარისხოვანი ღვინოების გვერდით. არ არის მართებული ყოფილ საუფლისწულო მამულებში გავრცელებული ტენდენცია ღვინის ადგილობრივი წესით დაყენების გაუქმებისა და სანაცვლოდ ევროპული ტიპის ღვინოების დანერგვისა. ყოველმხრივ უნდა მივესალმოთ "სამტრესტის" მისწრაფებას _ ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ კახური ტიპის ღვინის არა მარტოოდენ შენარჩუნებას, არამედ მისი წარმოების გაფართოებას".

სამამულო მეურნეობის ტრესტი _ "სამტრესტი" 1929 წელს შეიქმნა და მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული მეღვინეობის იერსახის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში. "სამტრესი" გახდა მოკავშირე რესპუბლიკებისათვის უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა ტიპის სამარკო ღვინოების უპირველესი მიმწოდებელი. ამ წლების სიმძიმე გაბაშვილებმა, ციციშვილებმა,

მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქართულ ღვინოპროდუქციაში კახური ტიპის ღვინის წარმოებას. მასობრივი მომხმარებლისათვის გამოდიოდა ორდინარული კახური ტიპის ღვინო _ "კახური #8" . იმხანად სწორედ ეს ღვინო მოიხმარებოდა უპირატესად აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისში, ევროპული ტიპის ღვინოების მოხმარების ხვედრითი წილი შედარებით დაბალი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ქვევრში კახური ტიპის ღვინის დაყენება მრავალდარგოვანი პროფილის კოლმეურნეობებშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო იყო, მაგრამ ეს იყო 60-იანი წლების დასაწყისამდე. ამ პერიოდიდან კი ქართულ მეღვინეობაში თავი იჩინა უარყოფითმა მოვლენებმა, კერძოდ, ღვინის ქარხნებში დაიწყეს მუხის კასრების საამქროებიდან გამოტანა და სანაცვლოდ რკინა-ბეტონის რეზერვუარების დამონტაჟება. ამ პერიოდშივე იყო მცდელობა ქვევრის გაუქმებისა მაღალ წარმომადგენლობით დონეზე, მაგრამ ავტორიტეტულ მეცნიერთა და სპეციალისტთა პრინციპული პოზიციის გამო ეს ვერ განხორციელდა. ამ თათბირის აქტიური მონაწილე თქვენი მონამორჩილიც გახლდათ, იმხანად ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკი.

ღვინის ქარხნებიდან კასრების გამოდევნის პროცესი შემდგომ ათწლეულებში უფრო გააქტიურდა.

ეს მოვლენა გამოუსწორებელ ზიანს აყენებდა უპირატესად სხვადასხვა ტიპის მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოებას. ამგვარი იყო ზემდგომი ინსტანციებიდან მოსული დირექტივები. ამ მოვლენებმა გზა გაუხსნეს ღვინის ფალსიფიკაციას, რომლის მასშტაბმა 70-იანი წლების შუახანებიდან არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

XX საუკუნის 80-90-იანი წლები ქვევრის წინააღმდეგ არნახული ბრძოლით გამოირჩევა. ამ პერიოდისათვის მუხის კასრი უკვე აღარ არსებობს ღვინის წარმოებაში, მხოლოდ კონიაკის წარმოებამ შეინარჩუნა მუხის კასრი და ბუტი, თუმცა ეს ცალკე სასაუბრო თემაა. რამდენიმე წელი "სამტრესი" საკავშირო კვების მრეწველობის დაქვემდებარებაში გადავიდა, რამაც დადებითი როლი არ ითამაშა ქართული მეღვინეობის ტრადიციული იერსახის შენარჩუნების საქმეში. მეტროპოლია ითხოვდა მეტ სუფრისა და შემაგრებულ ღვინოებს, რასაც არ შეეძლო უარყოფითი გავლენა არ მოეხდინა, რასაც მოჰყვა ფალსიფიკაციის ტემპისა და მასშტაბის გაზრდა, შედეგად მივიღეთ ის, რომ 1990 წლისათვის შემაგრებული ღვინოების ხვედრითი წილი 75 % იყო. 200 წლის წინ ქვევრების 4 წინააღმდეგ ჩაფიქრებული ბრძოლა 80-იანი წლების ბოლოსათვის დასრულდა ქვევრების დამარხვით.

ეს დანაშაულებრივი ქმედება მოტივირებული იყო იმით, რომ ქვევრი არქაულია, დრო მოჭამა, რადგან მძიმე შრომას მოითხოვს. მაგრამ, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, რამდენიმე წლის შემდეგ ევროპელებმა იწყეს საქართველოში ჩამოსვლა და ქვევრების შეძენა კახეთსა და იმერეთში. დღეს ეს უცხოელი მეწარმეები ბიზნესს ატრიალებენ ჩვენს ქვევრებში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის გამოყენებით. მყისიერად იბადება კითხვა: ნუთუ უცხოელთათვის ქვევრი არ არის არქაული და შრომატევადი ჭურჭელი? განა თქვენ დააინტერესებთ ევროპელ მეწარმეს ისეთი ტექნოლოგიითა და ტევადობით, რომელიც არარენტაბელური და არამომგებიანია?

ქვევრების უარყოფის ფონზე საქართველოში მასობრივად დაიწყეს ევროპული ტიპის ღვინის დაყენება ევროპული (ფრანგული, იტალიური, გერმანული) საფუვრებისა და სხვა დამხმარე მასალების გამოყენების საფუძველზე.

მსოფლიო მეღვინეობის მეტრი პროფესორი რიბერო-გაიონი თვლიდა (და ეს ჭეშმარიტება ყველა გამოცდილმა მეღვინემ იცის), რომ დაუშვებელია ერთი რეგიონის საფუვრების სხვა რეგიონში გამოყენება, მით უმეტეს ეს დაუშვებელი უნდა იყოს ისეთი მკვეთრად განსხვავებული ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და განსხვავებული ვაზის ჯიშების შემთხვევაში, როგორიცაა ევროპის ქვეყნები და საქართველო

უცხოური მშრალი საფუვრის წმინდა კულტურის შემოტანა და მათზე რქაწითელის, საფერავის, კახური მწვანის, ცოლიკოურის, ალექსანდროულის ყურძნის გადამუშავების ტექნოლოგიაში ყოვლად დაუშვებელია. ეს საფუვრები არომატწარმომქმნელი ბუნებისაა და გათვლილია მოკლე დროში რეალიზებადი ღვინოების დასამზადებლად. ეს ჩვენი ღვინის წამოებისათვის მიუღებელია. ჩვენს პრაქტიკაში ამგვარი საფუვრების გამოყენება იწვევს ტყუპისცალებივით ერთგვაროვანი ღვინოპროდუქციის მიღებას სხვადასხვა მიკროზონაში, და თვით ერთი და იგივე ჯიშის ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქციაში. ამდენად გამორიცხულია ურთიერთგანსხვავებული, მაღალხარისხოვანი ღვინოების მიღების შესაძლებლობა, ყველა ზონისა და მიკროზონის ღვინო ერთმანეთის მსგავსია. გვაქვს ჩვენი ქართული საფუარი? რასაკვირველია, გვაქვს. თითოეული ვაზის ჯიშისათვის ათეული წლების განმავლობაში გამოყვანილი საფუვრის წმინდა კულტურები ინახება მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის 5 საფუვრის კოლექციაში. ისე კი, კახური ტიპის ღვინის დაყენებისას დურდოში საფუვრის წმინდა კულტურის დამატების საჭიროება არ არსებობს, ბუნებრივ (და არა "ველურ"!) საფუვრებზე დადუღებული ღვინოები გამოირჩევა მდიდარი ჯიშური არომატით, ხილის ტონებით, ფენოლურ ნაერთთა შეთანაწყობით ღვინის ერთიან ჰარმონიაში და დავარგებისას კარგად ვითარდება.

დღესაც არსებობს მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების სამსახური _ "სამტრესი", მაგრამ აჩრდილიც კი აღარ არის იმ ძველი "სამტრესტისა", რომელიც ყოველთვის იყო მაღალკვალიფიციური და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის პატრიოტებისაგან შედგენილი მოქმედი და ცოცხალი ორგანიზმი, დღევანდელი "სამტრესტი" კი არაკომპეტენტური და უმოქმედო, უუნარო ორგანიზაციაა, რომელიც არა თუ მართავს და არეგულირებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგებს, არამედ მათი განვითარების ხელშემშლელ ფაქტორად გვევლინება. რას უნდა ნიშნავდეს ისედაც შეჭირვებული ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხის გამოყოფა კახეთში ვენახების გასაჩეხად? მსგავს ფაქტს ალბათ ვერ მოიძიებს ვერავინ ვერც საქართველოს და ვერც სხვა ქვეყნის ისტორიაში. ეს გადაწყვეტილება სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისაგან დაფარულად იქნა მიღებული. გადაწყვეტილება მოტივირებული იყო იმით, რომ გაჩეხილ ვენახს ჩაენაცვლებოდა ახალი ვენახი. მაგრამ რა იგულისხმება ახლით ჩანაცვლებაში? ვაზის ქართული ჯიშებით, თუ ევროპული ჯიშებით ჩანაცვლებას აპირებენ, ეს ბურუსითაა მოცული. ვენახების აჩეხვის გადაწყვეტილების აღსრულება "სამტრესტს" ჰქონდა დაკისრებული, ჰოდა, აღასრულა კიდეც. მართალია, საზოგადოების აქტიური მოთხოვნით ეს პროცესი შეჩერდა, მაგრამ არავინ უწყის კვლავ როდის განახლდება ეს მზაკვრული ჩანაფიქრი. საქართველოში ევროპული ვაზის ჯიშების გავრცელებას ის შედეგი მოჰყვა, რომ ზოგიერთმა ევროპულმა ჯიშმა (კაბერნე სოვინიონი, პინო, ალიგოტე) ლოკალურად, მხოლოდმცირე ფართობებზე დაიმკვიდრეს ადგილი, საზოგადოდ, მათ ვერ გაუწიეს კონკურენცია ადგილობრივი ვაზის ჯიშებს. ამდენად, ჩვენი მევენახეობის ევროპიზაციის ეს გზა მცდარია და უკვე აპრობირებულია. ევროპული ჯიშები ადგილობრივ, ენდემურ ჯიშებს ვერ ჯობნის. განა "სამტრესტს" არ ეხება უშუალოდ ის, რომ ხშირად ბოთლებში ჩამოსხმული ღვინოები არც არომატით, არც გემოთი და ტიპიურობით არ 6 შეესაბამება ბოთლზე გაკრული ეტიკეტზე აღბეჭდილი დასახელება, მით უფრო, როცა საქმე გვაქვს საქვეყნოდ ცნობილი ღვინოების სახელებთან: "წინანდალი", "ხვანჭკარა", "ახაშენი", "მუკუზანი", "ქინძმარაული", "კახური ღვინო" და ა.შ. განა ყველა ამ ღვინოს გავლილი არა აქვს "სამტრესტის" სადეგუსტაციო კომისია? პირდაპირ უნდა ითქვას: საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასა და დაბალ კვალიფიკაციასთან, ჭეშმარიტი ღვინოების არმცნობ და არმცოდნე სპეციალისტებთან.

მეღვინე-სპეციალისტი, ისევე როგორც მისი ზემდგომი და პატრონი უნდა ცდილობდეს ადგილობრივ საფუვრის წმინდა კულტურებსა და ტექნოლოგიებზე დააფუძნოს თავიანთი ღვინის წარმოება. ეს ეხება როგორც უცხოელ ისე ქართველ მეწარმეებს. მეღვინე მაშინ იქცევა ჭეშმარიტ ოსტატად, როცა შეძლებს ვაზის ჯიშს შეუქმნას შესაბამისი პირობები პოტენციური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისათვის. როცა, მაგალითად, საფერავისაგან ან ალექსანდრეულ-მუჯურეთულის ვაზის ჯიშების ყურძნისაგან დაყენებულ ღვინოებს არა აქვთ არც ჯიშური შეფერვა, არც გემო და არც არომატი, მის დამყენებელს რა კვალიფიკაციას მიანიჭებდით? მოკლედ რომ ვთქვათ, არ ჰქვია ამგვარ ღვინოებს ფალსიფიცირებული, მით უფრო, როცა ამგვარი ღვინოები ცნობილი მარკების სახელებს ატარებენ? ყალბი ღვინო მხოლოდ შაქარ-წყლის, სპირტისა და სხვა ინგრედიენტების გამოყენებით როდი მზადდება? ყალბი, ანუ ფალსიფიცირებულია ყველა ღვინო, რომელიც არ შეესაბამება ეტიკეტზე აღბეჭდილ სახელს. "წინანდალს" ასხამენ და "წინანდალი" არ არის, "ხვანჭკარას" ასხამენ და "ხვანჭკარა" არ არის, "საფერავს" ასხამენ და საფერავი არ არის! წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) თქმისა არ იყოს, `ტყუილმა მართლაც სხვაგან ისე არ გაიდგა ფეხი, როგორც ჩვენებური ღვინის კეთების საქმეში. ის, რაც ხდება დღეს ჩვენში, მართლაცდა ღვინის კეთებაა და არა დაყენება. უცხოელთა ხმას აყოლილი ქართველები, მართლაც "მჩვარში" გვხვევენ და გვიმტკიცებენ, ეს თანამედროვე ტექნოლოგიით დაყენებული საუკეთესო ქართული ღვინოებია, ქართული მზისა და მიწის ბარაქააო. რა შეიძლება ეწოდოს ამგვარ ქმედებებს? რასაკვირველია "მჩვარში გახვევა" და თვალებში ნაცრის შეყრა, სხვა არაფერი! სავალალოდ, ჩვენი მეღვინეობის სახე ნახევრადტკბილი ღვინოები _ "ხვანჭკარა" და "ქინძმარაულია" რაოდენ მაღალხარისხოვანი და სასიამოვნო დასალევი არ უნდა იყოს ეს ღვინოები, ისინი დაუდუღებელი დაუმთავრებელი ღვინოებია და მათი ქართული მეღვინეობის დროშაზე გამოსახვა დეგრადირებული ცნობიერების შედეგია. სხვაგვარად როგორ უნდა გავიგოთ, როცა კახეთში ალექსანდროულსა და 7 მუჯურეთულს აშენებენ ხვანჭკარის დასამზადებლად. ვაზის უნიკალური კახური ჯიშები და კახური ტიპის ღვინის დაყენების ტექნოლოგია დავიწყებულია. ვერ გაგვირკვევია, რა არის ნამდვილი სახე ჩვენი მეღვინეობისა იმიტომ, რომ "მჩვარში გახვეულები" ვართ და ვეღარაფერს ვერ ვხედავთ და არცა გვსურს, დავინახოთ. მეღვინეობაში ახალი დროის შემქმნელთ წარმოდგენაც კი არა აქვთ ისეთ უნიკალურ ღვინოებზე, როგორიცაა ტიბაანის, წარაფის, რქაწითელის კახური ტიპის ღვინოები. ქართული მეღვინეობის ევროპიზაციის მესვეურებს ამის შეცნობის სურვილიც კი არ გააჩნიათ.

90-იანი წლების შუახანებში O.I.V.-ს ერთ-ერთმა ფრანგმა ექსპერტმა ორი წელი იმუშავა აკურის ღვინის ქარხანაში, მას უნდა ესწავლებინა ქართველი მეღვინეებისათვის საფერავის ღვინის დაყენება. პარადოქსია, არა? მაგრამ მან ფიასკო განიცადა, ქართველმა სპეციალისტებმა მას პირდაპირ განუცხადეს: ქართველები ასეთ ღვინოს არ დალევენ, ეს არ არის საფერავიო. დღესაც, ქართველი სპეციალისტების უფროსმა თაობამ, რომელმაც კარგად იცის, რა არის ყალბი და რა არის ჭეშმარიტი, ხმა უნდა აღიმაღლოს იმ უმსგავსობების წინააღმდეგ, რაც ქართულ მეღვინეობაში ხდება, ხვალ ამის მთქმელიც აღარ იქნება და გვიანღა იქნება თითზე კბენანი.

ჩვენში მავანნი გვიმტკიცებენ: კახური ტიპის ღვინოს ევროპელები არ მიიღებენ მათთვის ეს მძიმე დასალევი იქნებაო. ეს მორიგი ტყუილია ჩვენს "მჩვარში გასახვევად". მართლაცდა უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ უცხოელებს კახური ტიპის ღვინისადმი? არამც და არამც! მოვიხმოთ ფაქტები: 1972 წელს მიუნხენის სახელმწიფო ქიმიური ინსტიტუტის დოქტორმა ალფონს პაჩკიმ გერმანულ ჟურნალში გამოაქვეყნა "წარაფის" კახური ტიპის ღვინის ქიმიური შემადგენლობის გამოკვლევის შედეგები. იგი წერს, რომ კახური ღვინო თავისი ორგანოლეპტიკური თვისებებითა და ქიმიური შემადგენლობით მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ჩვეულებრივი თეთრი ღვინოებისაგან, მასში დიდი რაოდენობით არის კატეხინები, სორბიტი და პენტოზები, დუღილის მეორადი პროდუქტები _ გლიცერინი და ბუთილენგლიკოლი, PP ჯგუფის ვიტამინები, მასში მცირე რაოდენობითაა უმაღლესი სპირტები. გამოირჩევა მაღალი ბიოენერგეტიკული, სამკურნალო და დიეტური თვისებებით.

2007 წელს ალავერდის მონასტრის მარნის ქვევრებში დაყენებული კახური ტიპის ღვინოს უმაღლესი შეფასება მისცა `ბადაგონის” ფირმის იტალიელმა მესვეურმა, ბატონმა დონატო ლანატიმ. მან ქვევრში კახური ტიპის დაყენების ტექნოლოგიას ზეენოლოგია უწოდა. ეს ღვინო გატანილ იქნა "ვინ-იტალის" 8 საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც მან ფურორი მოახდინა. განა სარწმუნო არ არის ეს ორი ფაქტი? რასაკვირველია, სარწმუნოა იმათთვის, ვისაც სურს ჭეშმარიტების გარკვევა და საკუთარი ფასეულობების დაცვა-შენარჩუნება. მართებულად წერს წმინდა ილია მართალი: "რომელსაც ჩვენებურს ღვინოს წუნად უთვლიან ....., სწორედ იგი ნაკლი ღირსებაა ჩვენი ღვინისა, და თუ ჩვენი ღვინო ოდესმე გზას გაიხსნის საქვეყნო ბაზრისას, სწორედ ამ ღირსების წყალობით გაიხსნის" და არა ევროპული ღვინის კეთებითა და უცხოეთში გატანით. რატომ არ სურთ კახური ტიპის ღვინის დაყენება და გატანა უცხოეთის ბაზარზე? ქართველთა შეხედულებით, ამას დიდი შრომა და კაპიტალი სჭირდება, საქართველოში მომუშავე უცხოელ სპეციალისტებს კი, ჩვენის აზრით, არ სურთ ძლიერი კონკურენტის გამოჩენა კახური ღვინის სახით საკუთარ ბაზარზე. ამიტომაც "გვხვევენ მჩვარში" უცხოელი თუ შინაური ოსტატები, ეს არის და ეს. თუ ასე არ არის, მაშ რატომ ეტანებიან ჩვენს ქვევრებსა და ჩვენს ტექნოლოგიას იტალიელი და სლოვენელი მწარმოებლები?

დროა გონს მოვეგოთ, თორემ ჩვენეულ ქვევრსა და ტექნოლოგიას უვხოელები გაითავისებენ და ჩვენ პირში ჩალაგამოვლებულები დავრჩებით. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ევროპიზაციას ეროვნული იერსახის საბოლოოდ წაშლისაკენ მივყავართ. მევენახეობა-მეღვინეობის აღდგენაგანვითარების სახელმწიფო პოლოტიკის არარსებობა ხელს უწყობს ამ მნიშვნელოვანი დარგების შემდგომ ნგრევასა და იავარქმნას. წმინდა ილია მართალი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს: "ვაზს ამ ბოლო ხანებში იმდენი სხვა ახალი ჭირი ზედ დაატყდა, რომ კაცს უნებლიეთ ჰგონია, ხომ არ მოვიდა აღსასრულის დღე ვაზისაო .... წარმოუდგენელია, რამ-სიდიდე უბედურება დაგვატყდება თავს, თუ მართლა ჩვენს ქვეყანაში ამოწყდა ვაზი. მართალია, ჯერ ამაზედ ღვთის მადლით, შორსა ვართ, მაგრამ ჩვენის უთაურობის ამბავი რომ ვიცით, ამ სიშორესაც შევიმოკლებთ, რომ არას დავდევთ და ყველაფერი ღვთის ანაბრობაზედ მიგვიგდია. მაშ, რა კეთილი დაგვეყრება?"

დღესაც არსებობს მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების სამსახური _ "სამტრესი", მაგრამ აჩრდილიც კი აღარ არის იმ ძველი "სამტრესტისა", რომელიც ყოველთვის იყო მაღალკვალიფიციური და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის პატრიოტებისაგან შედგენილი მოქმედი და ცოცხალი ორგანიზმი, დღევანდელი "სამტრესტი" კი არაკომპეტენტური და უმოქმედო, უუნარო ორგანიზაციაა, რომელიც არა თუ მართავს და არეგულირებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგებს, არამედ მათი განვითარების ხელშემშლელ ფაქტორად გვევლინება. რას უნდა ნიშნავდეს ისედაც 9 შეჭირვებული ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხის გამოყოფა კახეთში ვენახების გასაჩეხად? მსგავს ფაქტს ალბათ ვერ მოიძიებს ვერავინ ვერც საქართველოს და ვერც სხვა ქვეყნის ისტორიაში. ეს გადაწყვეტილება სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისაგან დაფარულად იქნა მიღებული. გადაწყვეტილება მოტივირებული იყო იმით, რომ გაჩეხილ ვენახს ჩაენაცვლებოდა ახალი ვენახი. მაგრამ რა იგულისხმება ახლით ჩანაცვლებაში? ვაზის ქართული ჯიშებით, თუ ევროპული ჯიშებით ჩანაცვლებას აპირებენ, ეს ბურუსითაა მოცული. ვენახების აჩეხვის გადაწყვეტილების აღსრულება `სამტრესტს” ჰქონდა დაკისრებული, ჰოდა, აღასრულა კიდეც. მართალია, საზოგადოების აქტიური მოთხოვნით ეს პროცესი შეჩერდა, მაგრამ არავინ უწყის კვლავ როდის განახლდება ეს მზაკვრული ჩანაფიქრი. საქართველოში ევროპული ვაზის ჯიშების გავრცელებას ის შედეგი მოჰყვა, რომ ზოგიერთმა ევროპულმა ჯიშმა (კაბერნე სოვინიონი, პინო, ალიგოტე) ლოკალურად, მხოლოდმცირე ფართობებზე დაიმკვიდრეს ადგილი, საზოგადოდ, მათ ვერ გაუწიეს კონკურენცია ადგილობრივი ვაზის ჯიშებს. ამდენად, ჩვენი მევენახეობის ევროპიზაციის ეს გზა მცდარია და უკვე აპრობირებულია. ევროპული ჯიშები ადგილობრივ, ენდემურ ჯიშებს ვერ ჯობნის. განა "სამტრესტს" არ ეხება უშუალოდ ის, რომ ხშირად ბოთლებში ჩამოსხმული ღვინოები არც არომატით, არც გემოთი და ტიპიურობით არ შეესაბამება ბოთლზე გაკრული ეტიკეტზე აღბეჭდილი დასახელება, მით უფრო, როცა საქმე გვაქვს საქვეყნოდ ცნობილი ღვინოების სახელებთან: "წინანდალი", "ხვანჭკარა", "ახაშენი", "მუკუზანი", "ქინძმარაული", "კახური ღვინო" და ა.შ. განა ყველა ამ ღვინოს გავლილი არა აქვს "სამტრესტის" სადეგუსტაციო კომისია? პირდაპირ უნდა ითქვას: საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასა და დაბალ კვალიფიკაციასთან, ჭეშმარიტი ღვინოების არმცნობ და არმცოდნე სპეციალისტებთან.

მეღვინე-სპეციალისტი, ისევე როგორც მისი ზემდგომი და პატრონი უნდა ცდილობდეს ადგილობრივ საფუვრის წმინდა კულტურებსა და ტექნოლოგიებზე დააფუძნოს თავიანთი ღვინის წარმოება. ეს ეხება როგორც უცხოელ ისე ქართველ მეწარმეებს. მეღვინე მაშინ იქცევა ჭეშმარიტ ოსტატად, როცა შეძლებს ვაზის ჯიშს შეუქმნას შესაბამისი პირობები პოტენციური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისათვის. როცა, მაგალითად, საფერავისაგან ან ალექსანდრეულ-მუჯურეთულის ვაზის ჯიშების ყურძნისაგან დაყენებულ ღვინოებს არა აქვთ არც ჯიშური შეფერვა, არც გემო და არც არომატი, მის 10 დამყენებელს რა კვალიფიკაციას მიანიჭებდით? მოკლედ რომ ვთქვათ, არ ჰქვია ამგვარ ღვინოებს ფალსიფიცირებული, მით უფრო, როცა ამგვარი ღვინოები ცნობილი მარკების სახელებს ატარებენ? ყალბი ღვინო მხოლოდ შაქარ-წყლის, სპირტისა და სხვა ინგრედიენტების გამოყენებით როდი მზადდება? ყალბი, ანუ ფალსიფიცირებულია ყველა ღვინო, რომელიც არ შეესაბამება ეტიკეტზე აღბეჭდილ სახელს. "წინანდალს" ასხამენ და "წინანდალი" არ არის, "ხვანჭკარას" ასხამენ და "ხვანჭკარა" არ არის, "საფერავს" ასხამენ და საფერავი არ არის! წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) თქმისა არ იყოს, `ტყუილმა მართლაც სხვაგან ისე არ გაიდგა ფეხი, როგორც ჩვენებური ღვინის კეთების საქმეში. ის, რაც ხდება დღეს ჩვენში, მართლაცდა ღვინის კეთებაა და არა დაყენება. უცხოელთა ხმას აყოლილი ქართველები, მართლაც "მჩვარში" გვხვევენ და გვიმტკიცებენ, ეს თანამედროვე ტექნოლოგიით დაყენებული საუკეთესო ქართული ღვინოებია, ქართული მზისა და მიწის ბარაქააო. რა შეიძლება ეწოდოს ამგვარ ქმედებებს? რასაკვირველია "მჩვარში გახვევა" და თვალებში ნაცრის შეყრა, სხვა არაფერი! სავალალოდ, ჩვენი მეღვინეობის სახე ნახევრადტკბილი ღვინოები _ "ხვანჭკარა" და "ქინძმარაულია" რაოდენ მაღალხარისხოვანი და სასიამოვნო დასალევი არ უნდა იყოს ეს ღვინოები, ისინი დაუდუღებელი დაუმთავრებელი ღვინოებია და მათი ქართული მეღვინეობის დროშაზე გამოსახვა დეგრადირებული ცნობიერების შედეგია. სხვაგვარად როგორ უნდა გავიგოთ, როცა კახეთში ალექსანდროულსა და მუჯურეთულს აშენებენ ხვანჭკარის დასამზადებლად. ვაზის უნიკალური კახური ჯიშები და კახური ტიპის ღვინის დაყენების ტექნოლოგია დავიწყებულია. ვერ გაგვირკვევია, რა არის ნამდვილი სახე ჩვენი მეღვინეობისა იმიტომ, რომ "მჩვარში გახვეულები" ვართ და ვეღარაფერს ვერ ვხედავთ და არცა გვსურს, დავინახოთ. მეღვინეობაში ახალი დროის შემქმნელთ წარმოდგენაც კი არა აქვთ ისეთ უნიკალურ ღვინოებზე, როგორიცაა ტიბაანის, წარაფის, რქაწითელის კახური ტიპის ღვინოები. ქართული მეღვინეობის ევროპიზაციის მესვეურებს ამის შეცნობის სურვილიც კი არ გააჩნიათ.

90-იანი წლების შუახანებში O.I.V.-ს ერთ-ერთმა ფრანგმა ექსპერტმა ორი წელი იმუშავა აკურის ღვინის ქარხანაში, მას უნდა ესწავლებინა ქართველი მეღვინეებისათვის საფერავის ღვინის დაყენება. პარადოქსია, არა? მაგრამ მან ფიასკო განიცადა, ქართველმა სპეციალისტებმა მას პირდაპირ განუცხადეს: ქართველები ასეთ ღვინოს არ დალევენ, ეს არ არის საფერავიო. დღესაც, ქართველი სპეციალისტების უფროსმა თაობამ, რომელმაც კარგად იცის, რა

ჩვენში მავანნი გვიმტკიცებენ: კახური ტიპის ღვინოს ევროპელები არ მიიღებენ მათთვის ეს მძიმე დასალევი იქნებაო. ეს მორიგი ტყუილია ჩვენს "მჩვარში გასახვევად". მართლაცდა უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ უცხოელებს კახური ტიპის ღვინისადმი? არამც და არამც! მოვიხმოთ ფაქტები: 1972 წელს მიუნხენის სახელმწიფო ქიმიური ინსტიტუტის დოქტორმა ალფონს პაჩკიმ გერმანულ ჟურნალში გამოაქვეყნა "წარაფის" კახური ტიპის ღვინის ქიმიური შემადგენლობის გამოკვლევის შედეგები. იგი წერს, რომ კახური ღვინო თავისი ორგანოლეპტიკური თვისებებითა და ქიმიური შემადგენლობით მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ჩვეულებრივი თეთრი ღვინოებისაგან, მასში დიდი რაოდენობით არის კატეხინები, სორბიტი და პენტოზები, დუღილის მეორადი პროდუქტები _ გლიცერინი და ბუთილენგლიკოლი, PP ჯგუფის ვიტამინები, მასში მცირე რაოდენობითაა უმაღლესი სპირტები. გამოირჩევა მაღალი ბიოენერგეტიკული, სამკურნალო და დიეტური თვისებებით.

2007 წელს ალავერდის მონასტრის მარნის ქვევრებში დაყენებული კახური ტიპის ღვინოს უმაღლესი შეფასება მისცა `ბადაგონის” ფირმის იტალიელმა მესვეურმა, ბატონმა დონატო ლანატიმ. მან ქვევრში კახური ტიპის დაყენების ტექნოლოგიას ზეენოლოგია უწოდა. ეს ღვინო გატანილ იქნა "ვინ-იტალის" საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც მან ფურორი მოახდინა. განა სარწმუნო არ არის ეს ორი ფაქტი? რასაკვირველია, სარწმუნოა იმათთვის, ვისაც სურს ჭეშმარიტების გარკვევა და საკუთარი ფასეულობების დაცვა-შენარჩუნება. მართებულად წერს წმინდა ილია მართალი: "რომელსაც ჩვენებურს ღვინოს წუნად უთვლიან ....., სწორედ იგი ნაკლი ღირსებაა ჩვენი ღვინისა, და თუ ჩვენი ღვინო ოდესმე გზას გაიხსნის საქვეყნო ბაზრისას, სწორედ ამ ღირსების წყალობით გაიხსნის" და არა ევროპული ღვინის კეთებითა და უცხოეთში გატანით. რატომ არ სურთ კახური ტიპის ღვინის დაყენება და გატანა უცხოეთის ბაზარზე? ქართველთა შეხედულებით, ამას დიდი შრომა და კაპიტალი სჭირდება, საქართველოში მომუშავე უცხოელ სპეციალისტებს კი, ჩვენის აზრით, არ სურთ ძლიერი კონკურენტის გამოჩენა კახური ღვინის სახით საკუთარ ბაზარზე. ამიტომაც "გვხვევენ მჩვარში" უცხოელი თუ შინაური ოსტატები, ეს არის და ეს. თუ ასე არ არის, მაშ რატომ ეტანებიან ჩვენს ქვევრებსა და ჩვენს ტექნოლოგიას იტალიელი და სლოვენელი მწარმოებლები?

დროა გონს მოვეგოთ, თორემ ჩვენეულ ქვევრსა და ტექნოლოგიას უვხოელები გაითავისებენ და ჩვენ პირში ჩალაგამოვლებულები დავრჩებით. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ევროპიზაციას ეროვნული იერსახის საბოლოოდ წაშლისაკენ მივყავართ. მევენახეობა-მეღვინეობის აღდგენაგანვითარების სახელმწიფო პოლოტიკის არარსებობა ხელს უწყობს ამ მნიშვნელოვანი დარგების შემდგომ ნგრევასა და იავარქმნას. წმინდა ილია მართალი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს: "ვაზს ამ ბოლო ხანებში იმდენი სხვა ახალი ჭირი ზედ დაატყდა, რომ კაცს უნებლიეთ ჰგონია, ხომ არ მოვიდა აღსასრულის დღე ვაზისაო .... წარმოუდგენელია, რამ-სიდიდე უბედურება დაგვატყდება თავს, თუ მართლა ჩვენს ქვეყანაში ამოწყდა ვაზი. მართალია, ჯერ ამაზედ ღვთის მადლით, შორსა ვართ, მაგრამ ჩვენის უთაურობის ამბავი რომ ვიცით, ამ სიშორესაც შევიმოკლებთ, რომ არას დავდევთ და ყველაფერი ღვთის ანაბრობაზედ მიგვიგდია. მაშ, რა კეთილი დაგვეყრება?"

თეიმურაზ ღლონტი
ალავერდის მონასტრის მარნის
კონსულტანტი-ენოლოგი. ტექნიკის
მეცნიერებათა დოქტორი

www.vine-wine.ge