რქაწითელი (ქვევრი) - ალავერდის მონასტერი

www.georgianwinesociety.co.uk


ფასი: 21.99 GBP; ალკოჰოლის შემცველობა: 13%

გარანტიას ვიძლევით, რომ თქვენ აქამდე არასოდეს გაგისინჯავთ მსგავსი ღვინო! საიდან დავიწყოთ საუბარი? შესაძლოა, საიმონ ვულფის ბოლო მიმოხილვით ტიმ ატკინ MW-ს ვებგვერდზე:

“ეს არის ის ღვინო, რომელმაც პირველად მომხიბლა ქვევრის ღვინოებს შორის - ყველაზე განსაცვიფრებელი სურნელების ერთობლიობა: ჩაის ფოთლები, შემწვარი ვაშლის, ჟასმინის, ყვავილების და ქლიავის კომპოტის წვენი (და გაითვალისწინეთ, რომ ჩემი დახასიათება სრულად ვერ აღწერს სინამდვილეს). ძალიან ქარვისფერუ/ფორთოხლისფერი შეფერილობა, შესანიშნავი მწიფე ტანინებით - და მაინც, პასიურად იკვეთება ხილი. გამორჩეული (95 ქულა)"

რქაწითელი შექმნილია ალავერდის მონასტრის ბერის გერასიმეს მიერ კახეთის რეგიონში, საქართველოში, რომელიც მდებარეობს კავკასიონის მთების ძირში. თვით მონასტერი მე-6 საუკუნეშია დაარსებული და მათი მარანი თარიღდება მე-11 საუკუნით. რქაწითელის ჯიშის ყურძენს 40-წლის ორგანული და ბუნებრივი ვენახებიდან ყიდულობენ ან შემოწირულობის სახით იღებენ მონასტრის ძალზე დიდი რაოდენობის მრევლისგან. ღვინის დადუღება ხდება ტრადიციულ ქართულ ქვევრში კანთან და წიპწასთან ერთად და რჩება ჭაჭასთან ერთად 6 თვე. ღვინო გაუფილტრავია, გოგირდი მხოლოდ მინიმალური ოდენობითაა გამოყენებული. კასრის გარეშე.

სარეალიზაციოდ გამზადებული ღვინის მომწიფება ხდება ბოთლებში 8 თვის განმავლობაში, რომელიც შეზღუდული რაოდენობით - 6,700 ბოთლამდე ისხმება.

ალავერდის მონასტრის მარანი

www.ambioni.ge

 

“ვაზის ქართული ჯიშებისა და ღვინოების ორიგინალურობაში დევს ჩვენი წარმატების საფუძველი საერთაშორისო ბაზარზე”

ალავერდის მონასტრის დღეს მოქმედი მარანი XI საუკუნეშია დაარსებული, თუმცა მონასტერში მარანი ჯერ კიდევ VIII-IX საუკუნეშიც არსებულა, რაც ბოლო ხანს მონასტრის ეზოში, ალავერდის მარანიტაძრის ჩრდილოეთის კედლის მიმდებარედ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა.

თითქმის უკანასკნელი 300 წლის მანძილზე, ბედუკუღმართობის გამო, მე-11 საუკუნის მარანი უმოქმედო და მიწით დაფარული იყო.

ალავერდის მონასტრის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის პროექტი 2005 წელს დაიწყო.მას ერთობლივად ახორციელებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და ღვინის კომპანია “ბადაგონი”. ალავერდის მარნის რესტავრაციაც, რომელიც “ბადაგონის” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, სწორედ ამ დიდი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გახლდათ.

ვრცლად...

ქართული ქვევრის მომაკვდავი ხელოვნება

ლინკი ორიგინალ ტექსტზე
ტონი ასპლერი (08/02/2012)

იმ ეპოქაში, როდესაც ტექნოლოგიებმა სძლია ტრადიციებს, გასახარია ღვინის ისეთი რეგიონის აღმოჩენა, სადაც უძველეს ჩვეულებებს არათუ პატივს სცემენ და იცავენ, არამედ პრაქტიკაში იყენებენ და ხელს უწყობენ კიდეც.

ვრცლად...

ყურძნის კლერტი და ქვევრის კახური ღვინო

ქვევრის ტრადიციული კახური ღვინო ქართული მეღვინეობის ღირსებასა და სიამაყეს წარმოადგენდა საუკუნეთა მანძილზე. იგი ისეთივე არქაულია, როგორც თავად ქვევრი. კახური ღვინის ქვევრში დაყენების ორიგინალურმა ტექნოლოგიურმა წესმა ისევე, როგორც საქართველოს ვაზის ჯიშთა მრავალფეროვანმა თაიგულმა თავისთავადობისა და უნიკალურობის პრესტიჟული სახელი დაუმკვიდრა ქართულ მეღვინეობას. ქართველთა წინაპარი ტომები ქვევრში ღვინოს ათასწლეულთა განმავლობაში აყენებდნენ.

ვრცლად...

ქართული ღვინო ქართველმა უნდა დააყენოს!

ამგვარი მოწოდება მკითხველს, შესაძლოა პრეტენზიული ან გაზვიადებული მოეჩვენოს, მაგრამ ამთავითვე აღვნიშნავთ, რომ მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყნების მეღვინე-სპეციალისტებისა და მეცნიერებისათვის აქსიომატურია ის ჭეშმარიტება, რომ ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ ღვინოებს ფრანგი, გერმანელი, იტალიელი და ესპანელი მეღვინეები უნდა აყენებდნენ. იმ ქვეყნებში ამაზე არ დაობენ. წერილის სათაურიდან და დასაწყისიდან მკითხველი ალბათ მიხვდა, რომ ჩვენში შესაძლოა სხვაგვარად ფიქრობენ და სწორედ ამან გამოიწვია საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტების შეხსენება. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენში ჯერ-ჯერობით ყველა ასე არ ფიქრობს, მაგრამ სამწუხაროდ უცხოელთა ხელშემყურეობის ტენდენცია თანდათანობით იკიდებს ფეხს.

ვრცლად...