გიწვევთ სტაჟირების გასავლელად ალავერდის მონასტრის მარანში გიდის პოზიციაზე

2012 წლის მარტიდან სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის მარანში დააგემოვნონ უძველესი კახური ტექნოლოგიით ქვევრში დაყენებული ღვინო.

ისტორიული მარანი ბერების მიერ დაყენებული უნიკალური ღვინით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ღვინის სპეციალისტებსა, მოყვარულებსა და სტუმრად მყოფ ტურისტებს შორის.

ამ ხნის განმავლობაში მარანმა უმასპინძლა არაერთ გამოჩენილ სომელიეს, ევროპელ და ამერიკელ ღვინის მწარმოებელს. ალავერდის მონასტრის მარანზე დოკუმენტური ფილმები გადაიღეს მსოფლიოს წამყვანმა ტელევიზიებმა.

ტურისტური სეზონის მოახლოებასთან ერთად და ვიზიტორების მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, ალავერდის ეპარქიის ტურიზმის განყოფილება სტუდენტებსა და უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სტაჟირება გაიარონ ალავერდის მონასტრის მარანში გიდის პოზიციაზე.

სტაჟირების პერიოდი: 1-დან 3 თვემდე.

ადგილმდებარეობა: ალავერდი, კახეთი.

საშუალო სამუშაო გრაფიკი:
სამუშაო დღეებში - 11-დან 18 საათამდე.
შაბათს - 11-დან 16 საათამდე.
კვირას - 14-დან 19 საათამდე.

აუცილებელი მოთხოვნები:
** ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული) ზედმიწევნით ცოდნა.
** საქართველოს ისტორიის კარგად ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სტაჟირების გავლის შემდგომ წარმატებული ახალგაზრდები დასაქმდებიან ალავერდის მონასტრის მარანში გიდის პოზიციაზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV და 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე mail@since1011.com არაუგვიანეს 2013 წლის 10 მარტისა. გთხოვთ, საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

 

 

უწმინდესს ვულოცავთ დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებთ

საიუბილეო ღვინო

უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II დაბადებიდან 80 და საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებიდან 35 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ჩვენს მარანში ჩამოისხა ქვევრში ტრადიციული კახური მეთოდით დაყენებული საფერავის ჯიშის 2011 წლის მოსავლის ღვინო, რომელიც აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უწმინდესს საჩუქრად მიართვა.

წითელი მშრალი გაუფილტრავი ღვინო

 

ვულოცავთ 75 წლის იუბილეს ბატონ თეიმურაზ ღლონტს

ბატონ თეიმურაზ ღლონტს ჩვენს მეღვინე კონსულტანტს ვულოცავთ 75 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას,  გახარებას, მრავალჟამიერ სიცოცხლეს. მისთვის ჩვეული გულმხურვალებითა და პროფესიონალიზმით ნაყოფიერი მოღვაწეიბის გაგრძელებას, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და ღვთის სადიდებლად.

ბატონ თეიმურაზ ღლონტს ვულოცავთ 75 წლის იუბილეს

 

გამორჩეული ყურძენი

ჩვენს მარანში ასეთი საოცარი ყურძენიც იწურება,რქაწითელი და ვარდისფერი რქაწითელი ერთ მტევანში გაერთიანებული

 

ექსპო ჯორჯია 2012

2012 წლის 22-24 სექტემბერს თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში”გაიმართა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეხუთე საერთაშორისო გამოფენა,რომელზეც სხვადასხვა კომპანიის ღვინოსთან ერთად წარმოდგენილი იყო ჩვენი მონასტრის ქვევრის ღვინოები. თეთრი მშრალი ღვინო (ქვევრის)-ის კატეგორიაში „ალავერდის მონასტრის მარანი 1011 წლიდან“ქისი 2010, ოქროს მედალი დაიმსახურა.

ვრცლად...